
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი გიორგი კაპანაძე და სპეცმასწავლებელი მარიამ სარიშვილი. მას, მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის მასწავლებელი ნინო ბარძიმაძე.
ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ დედები, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ღონისძიება მრავალფეროვანი და სახალისო გამოვიდა.
სკოლაში აღნიშნული დღე ყველა ბავშვს დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ვულოცავთ ჩვენ საყვარელ ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს. სულ ასეთი ლაღები და მხიარულები ყოფილიყავით, ბედნიერი ღიმილი ეფინოს თქვენ სახეს მუდამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ბავშვების კეთილდღეობას და მათი უფლებების დაცვას ეძღვნება.
იხილეთ ფოტოები: