განძის N2 სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი საზეიმო ღონისძიება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებსაც პედაგოგები ბავშვებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი ლამაზი და განსაკუთრებული ღონისძიება I კლასში ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი დარეჯან ნალბანდიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ I კლასელთათვის სასწავლო წელი დასრულდა. პედაგოგმა კი იმისთვის, რომ ეს დღე შთამბეჭდავი ყოფილიყო, მათ განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზა.
ღონისძიებაზე, ბავშვებმა დიდი ხალისით წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე საცეკვაო ნომრები წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მომავალი პირველკლასელებიც მიიწვიეს, რომლებიც აქტივობებში მონდომებით მონაწილეობდნენ და ლექსები წაიკითხეს.
„სკოლა ულოცავს პირველ კლასს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და მომავალ პირველკლასელებს წარმატებებს უსურვებს“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: