ჩოლურის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
03-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, როგორც წლის შეჯამება, მეოთხეკლასელების ნამუშევრების - ნახატების გამოფენა გაიმართა. მისი ორგანიზატორი ელენა ბოგუსლავსკი გახლდათ.

ბავშვებმა საკუთარი შეხედულებები ნახატების საშუალებით გადმოსცეს. გამოფენას მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ მოსწავლეთა ნამუშევრები დადებითად შეაფასეს.

„მადლობა პატარებს სასიამოვნო დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203