
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება - „წუთისოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია“ ჩატარდა. საღამო გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ნომრებით, ლექსებითა და სიმღერებით. ის მუსიკის პედაგოგის იზა ხეცურიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - მარადი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი გაზდელიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე იმყოფებოდა მიწვეული სტუმარი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გიორგი კილაძე.
დასასრულს, მიწვეულმა სტუმრებმა, სკოლის ხელმძღვანელობას და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტო: