წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე მუზეუმებში სტუმრობით აღნიშნეს
03-06-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, მუსიკის მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ხელმძღვანელობით და დირექციის თანადგომით (ნინო მერებაშვილი, თინათინ  თვაური, იზა  კალომლეწავი), მუზეუმებში ექსკურსია მოეწყო.

აქტივობა მოსწავლეებში საგანმანათლებლო გამოცდილების შეძენას, მუსიკის საგნის მიმართ დაინტერესებას და შემოქმედებითი უნარების გაღრმავებას ემსახურებოდა. მოსწავლეებმა, პირველ რიგში, ხალხური საკრავების მუზეუმი მოინახულეს, სადაც მოისმინეს საკრავების ისტორია და ჟღერადობა.

შემდეგ კი გადაინაცვლეს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში. მოსწავლეები მის ბიოგრაფიას გაეცვნენ. ასევე ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებიდან.

შეხვედრის ბოლოს კი, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა აქტივობები. მოსწავლეებმა გამოთქვეს აზრი თუ, როგორ ქვეყანაში უნდათ იცხოვრონ და დახატეს დროშა - „ლაღი ბავშვობა“.

„შეიძლება ითქვას, რომ მეტად საინტერესო და ემოციებით დატვირთული დღე იყო ჩვენი პატარებისთვის.

ვულოცავთ ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობიან, ლაღ და საინტერესო ემოციებით დატვირთულ ბავშვობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203