ქვედა სამების საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს 
03-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხიარულად აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მე-6 კლასის მოსწავლე დაჩი სანიკიძისა და მე-3 კლასის მოსწავლე ემილი კახიძის ნახატების პერსონალური გამოფენა მოეწყო. მათმა შემოქმედებამ დამთავალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

„დღემ საინტერესოდ, შთამბეჭდავად ჩაიარა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203