
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მოსწავლეები „ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის“ ფარგლებში, თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ლაბორატორიას ესტუმრნენ, სადაც მინი ლექცია აბრეშუმის ჭიის სასარგებლო თვისებების შეასახებ მოისმინეს.
ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს აბრეშუმხვევიას განვითარების ყველა საფეხური და სპეციალური ჯაგრის გამოყენებით, სრულყოფილი აბრეშუმის პარკებიდან ამოუხვიეს აბრეშუმის სხვადასხვა ფერის ძაფები.
მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ლაბორატორიაში სტუმრობით და დაინტერესდნენ, რომ მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნონ აბრეშუმის წარმოების შესახებ.
„საქართველოში ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ არსებული რესურსების დახმარებით განვითარდეს აბრეშუმის წარმოება. სკოლის ეკოკლუბის პედაგოგები იმედს გამოთქვამენ, რომ ზემოაღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს მომავალი პროფესიის არჩევაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: