განთიადის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს
05-06-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები ბავშვებს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს ასწავლიან და ბავშვის უფლებათა შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პედაგოგები მოსწავლეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ესაუბრნენ და შეახსენეს, რომ ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები.

პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს და ბედნიერი ბავშვობა უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1-ელ ივნისს აღნიშნავს. ეს დღე 1925 წელს ჟენევაში, ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203