„ბავშვები ჩვენი მომავალია“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
03-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმართველობის წევრების ინიციატივით, სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა. მასში მე-2 - მე-11 კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ. „ბავშვები ჩვენი მომავალია“,- სკოლაში წორედ ეს გზავნილი ისმოდა. 

მოსწავლეთა თვითმართველობის თავჯდომარემ, ლიკა ჭაღალიძემ მოსწავლეებს ეს დღე მიულოცა და ბედნიერ, მშვიდობიან და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება უსურვა. 

გარდა ამისა, მოსწავლეები ერთმანეთს სიმღერითა და ლექსებით მოეფერნენ. ღონისძიებამ საზეიმო ვითარებაში, მშვიდ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. ის სამოქალაქო განათლების კლუბ „სხივის“ კურატორის - თამილა რიონიძის ჩართულობით გაიმართა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203