
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებასა და მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილების შეთავაზებას დიდი ყურადღებას უთმობენ და დასახულ ამოცანას წარმატებით ართმევენ თავს.
ამის ნათელი მაგალითია ქართულ ენაში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეების დიდი აქტიურობა გამოიწვია.
სულხან-საბას სწავლების მეთოდები და გასცენარებული არაკები - ეს გახლდათ საგაკვეთილო თემა, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, შემოქმედებითი უნარებიც გამოჟღავნეს და საინტერესოდ გაითამაშეს თეატრალური ნომრები.
იხილეთ ფოტოები: