
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა შეჯიბრში.
ამჯერად, სკოლის მე-7- მე-8 კლასებს შორის ჩატარდა სპორტულ გამაჯანსაღებელი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი თაობის აღზრდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სვეტლანა ბოჩიკაშვილი და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულნი იყვნენ: მარიკა ზაზაშვილი და კობა კუბლაშვილი.
დღე ნაყოფიერი, დასამახსოვრებელი, ძალიან სახალისო და დადებითი ემოციებით დატვირთული იყო.
იხილეთ ფოტოები: