
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ცოდნის ტაძარში გატარებული პირველი სასწავლო წელი დაუვიწყარი მოგონებებითაა გაჯერებული, დასასრულიც შთამებჭდავი იყო.
27 მაისს, პირველკასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიება წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას, მიღებული ცოდნა წარმოდგენით შეაჯამეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დღე ხალისიანად გაატარეს.
„სკოლის ყველაზე პატარა წევრები ლამაზი ღონისძიებით დაგვემშვიდობნენ. ვულოცავთ მათ I კლასის წარმატებით დასრულებას და სწავლის ახალ ეტაპზე გადასვლას“, - ასე მიულოცეს სკოლაში პატარებს პირველი კლასის დასრულება და მათ წარმატება უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: