
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და მათში ინტერესის გაღვივებას წარმატებით ახერხებენ.
ამის დასტურია მე-11 კლასში, პედაგოგის, დალი მეზვრიშვილის მიერ ჩატარებული ქიმიის გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.
კლასში განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით - „წითელი კომბოსტოს წვენი, როგორც უნივერსალური ინდიკატორი“.
მოსწავლეებმა მიღებული ინდიკატორით განსაზღვრეს სხვადასხვა ნიადაგის მჟავა და ტუტე არე.
სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისოც კი აღმოჩნდა, კარგი განწყობა კი წარმატებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
იხილეთ ფოტოები: