
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში აქტიურად იმართება საინტერესო, შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, ეწყობა ინტელექტუალური თამაში და დიდი ყურადღება ეთმობა სხვა სკოლებთან თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას.
ამჯერად, სკოლაში დიდივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სასწავლო ვიქტორინა ჩატარდა გეოგრაფიაში.
აღსანიშნავია, რომ თამაშს მასწავლებელი ვასილ რამიშვილი ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიქტორინა სამ ეტაპად მიმდინარეობდა, ბოლოს კი, გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მარიამ რამიშვილი გახდა პირველი ადგილის მფლობელი, მეორე ადგილი კი, ნანა რამიშვილმა და გიორგი ბერიშვილმა გაინაწილეს.
თამაშის ბოლოს, გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: