ეწერის საჯარო სკოლაში კლასებს შორის კულინარიული შერკინება გაიმართა 
03-06-2024

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში არც მოტივაციის ნაკლებობა იგრძნობა, არც ტემპის შენელება და რაც მთავარია, სასკოლო საზოგადოების განწყობაც მოწოდების სიმაღლეზეა. 

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგის - მზია კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა კლასის საათი თემაზე -„ჯანსაღი კვება“, რასაც მიეძღვნა კლასებს შორის შეჯიბრი - „კულინარიული დუელი“.

ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ III- IV კლასი გუნდი - „მერანი“, V-VI კლასის გუნდი - „მეგობრობა“, და VII-VIII კლასის გუნდი - „იმედი“.

საინტერესო შეჯიბრის ბოლოს, ყველა გუნდი შეფასდა კრიტერიუმებით, გამარჯვებული კი გუნდი „მეგობრობა“ გახდა. ხოლო, მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს გუნდებმა: „მერანი“ და „იმედი“. 

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და კრეატიული გამოდგა ეს შეჯიბრი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203