გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
03-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდება, პედაგოგები იზიარებენ მოსწავლეების სურვილებსა და ინტერესებს, სასწავლო პროცესსაც მათ არგებენ და მოსწავლეების აქტიურობასაც იწვევენ. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა შესწავლილი ნაწარმოებების - „საკვირველი ამბავი ტყეში“ და „ბებე“, მიხედვით შეასრულეს საინტერესო დავალებები.

მოსწავლეებმა ლექსის მიხედვით შექმნეს თხზულება და გააფორმეს ილუსტრაციით. ასევე, შექმნეს იმ სცენის მოდელი, რომელშიც ბებე თავის დედას და დას შეხვდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ინტერესით ასრულებენ მსგავს დავალებებს. რაც, ეხმარება მათ ნაწარმოების მთავარი სათქმელის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203