
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, მიღებულ გამოცდილებას კი მოსწავლეებს დიდი მონდომებით უზიარებენ.
ერთ-ერთი ასეთია სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მაია ჩხიკვაძე. ის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრაზე, მან დაბლაციხის საჯარო სკოლა საინტერესოდ წარადგინა. საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა და სიახლეებს გაეცნო.
„ეს დღე მემახსოვრება, როგორც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, შეკრებილ კოლეგებთან გატარებული, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების, სიახლეების გაცნობის და პრობლემების გაშუქების დღე.
ამ საოცრად ლამაზ და აკადემიურ სივრცეში გატარებულ დღეს, ვუწოდებდი: „თანამშრომლობა, მომავალი თაობის განათლებისთვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.
მასწავლებელი საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციას, კოლეგებს, ღონისძიების ორგანიზატორებსა და სპონსორებს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: