
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, რასთან დაკავშირებითაც საზეიმო, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები პედაგოგ სოფიკო ტვილდიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი ნომრები გამართეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებმა ლექსები და სიმღერები ოცდაცამეტივე ასო-ბგერას მიუძღვნეს.
იხილეთ ფოტო: