თხილნარის N2 სკოლის მოსწავლეთა ხელოვნების შთამბეჭდავი გაკვეთილი და მრავალფეროვანი გამოფენა 
03-06-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.

ამჯერად, ასეთი საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი, ხელოვნებაში, მე-3 კლასში ჩატარდა. მას, პედაგოგი თამარ უზუნაძე ხელმძღვანელობდა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნახატები შექმნეს, შემდგომ კი მათი პერსონალური გამოფენა მოაწყვეს.

მათ სხვადასხვა ჟანრსა და დარგში შეასრულეს ნამუშევრები. შემდგომ, მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით შექმნეს მოსაწვევი ბარათები და მიიწვიეს სკოლის პედაგოგები.

მოსწავლეები დიდი სიხარულითა და ხალისით ასრულებდნენ ნამუშევრებს. მათ, ასევე ნამუშევრებში საინტერესოდ გადმოსცეს თავიანთი ემოციები.

აქტივობები მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203