
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა. I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სვეტლანა თაზაიანის ორგანიზებით, გამართულ ღონისძიებაზე, ლექსებით, ცეკვებითა და სიმღერებით სომხური ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.
მათ, ნასწავლი მასალა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: