
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, V ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ზურა ხაკიანის ხელმძღვანელობით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე Minecraft Education Editing-ში ქუთაისის იუსტიციის სახლის მაკეტი შექმნეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ პროექტზე მუშაობისას ტექნოლოგიების ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კლასის დამრიგებელი ლიკა კალანდაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: