
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ინოვაციური ჰაბი „ჩვენ გვაერთიანებს ისტორია“ ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელმა - თეა გაგუამ დააფუძნა.
ჰაბი, როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ემსახურება არაფორმალური განათლების დანერგვას. მის ფარგლებში, არაერთი საინტერესო ღონისძიება, ტრენინგი და კონფერენცია ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის პედაგოგმა და ინოვაციური სასკოლო ჰაბის დამფუძნებელმა თეა გაგუამ სასკოლო შემოქმედებითი კონფერენცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
კონფერენცია საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.
ჰაბის მიზანია მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაუღრმავოს ცოდნა არაფორმალურ გარემოში, არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მის გარეთ.
აღსანიშნავია, რომ ჰაბი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
ამ კონფერენციის შესახებ სიუჟეტი ადგილობრივმა ტელევიზიამ მოამზადა.