თბილისის N9 სკოლის მოსწავლეებმა ფრენბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
03-06-2024
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ფრენბურთის შეჯიბრში დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ვაჟთა შორის ფრენბურთის შეჯიბრში, მათ მე-2 ადგილი ღირსეულად დაიკავეს.

აღნიშნული შეჯიბრი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებული გახლდათ.  

სკოლა მოსწავლეთა მიღწევით ამაყობს და მათ მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203