​განძის N2 სკოლის III კლასის მოსწავლეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება 
03-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობა საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის III კლასში, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. ბავშვებმა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, თემატური ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არევიკ ბადიშიანი ხელმძღვანელობდა.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! ერთობის სულისკვეთებით, საზეიმო განწყობით გილოცავთ დღევანდელ დღეს!

დაე, აყვავდეს და გაბრწყინდეს ჩვენი ქვეყანა წლებთან ერთად! 

ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203