ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
03-06-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

19 აპრილს, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ჩემპიონატი - „ტვინების ბრძოლა“. ჩემპიონატში  მე-3, მე-4, მე-5 კლასებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. შიდასასკოლო ჩემპიონატში  I  ადგილი დაიკავა მე-5 კლასის გუნდმა - „მართვე“ (დამრიგებელი ნინო რობაქიძე). 

გამარჯვებულებმა დააგროვეს მაქსიმალური 90/90 ქულა. ამის შემდეგ გუნდმა იასპარეზა „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო პირველობაზე, რომელიც ჩატარდა 19 მაისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გუნდმა კვლავ ბრწყიბვალე შედეგი აჩვენა და მოიპოვა უმაღლესი 90/90 ქულა.

გამარჯვებული გუნდი კი ტვინების ბრძოლის რეგიონალურ პირველობაზე წარდგა, რომელიც 2 ივნისს ჩატარდა. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია ულოცავს გუნდს ამ წარმატებას და გვჯერა, რომ წინ კიდევ მრავალი გამარჯვება ელის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203