ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები 
03-06-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

26 მაისთან დაკავშირებით, სკოლა საზეიმოდ, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებით მოირთო. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია. მათ, ასევე საქართველოს დროშის ფონზე, სახელმწიფო ჰიმნი შესანიშნსვად შეასრულეს.

ბავშვებმა თემატური, ლამაზი ნამუშევრები შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს! ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე! ეს დღე ჩვენია!“, - ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა აღნიშნულ დღეს.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203