ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს 
05-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს. 

დიდი ჟრიამული სუფევდა 27 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პირველ კლასში. ამის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ. სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება უნდა ჩაეტარებინათ. უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობითა და ამაღლებული განწყობით გამოირჩეოდნენ პირველკლასელები.

ანბანის ჯადოსნური სამყაროდან დაბრუნებულები, შთაბეჭდილებებს ლექსების სახით უზიარებდნენ დამსწრე საზოგადოებას. დიდი რუდუნებით, საზეიმოდ მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული ხალხური თუ თანამედროვე ცეკვები და სიმღერები.

მხიარულ ნოტაზე დაემშვიდობნენ პატარები სკოლას, საყვარელ მასწავლებელ თამარ ბერაიას, რომელმაც მიულოცა მათ უმნიშვნელოვანესი სასწავლო წლის დასრულება და გზა დაულოცა.

მილოცვას შეუერთდა სკოლის დირექტორი ინგა ხვიჩია. მან შემდგომი წარმატებები და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა პატარებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა საჭირო უნარის განვითარებასა და წარმოჩენას: ჯგუფური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის, მჭერმეტყველების, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203