
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, სკოლაში, მასწავლებლების - გულნაზ ქამხაძისა და ინგა ამირეზაშვილის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეთა ცოდნის წახალისება, ინტელექტუალური დონის ამაღლება და გუნდური მუშაობის უნარების განვითარების ხელშეწყობა გახლდათ.
თამაშში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ხუთი გუნდი მონაწილეობდა. საინტერესო, ხალისიანი და მხიარული შეჯიბრის ბოლოს, გამარჯვებული გუნდის წევრებს სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ თამაშის ყველა მონაწილე სიმბოლური საჩუქრით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: