მაღრაანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიეძღვნა
03-06-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს. თარიღთან დაკავშირებით, ლამაზი ღონისძიება მე-2, მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლებმა ჩაატარეს. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ლია მექვევრიშვილისა და მუსიკის მასწავლებლის - ლაურა მექვევრიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203