
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, იქ „საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში, სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარულ სტარტები“ გაიმართა. ერთმანეთს Vl-Vll კლასის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. მათ ძალა და ენერგია არ დაზოგეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს.
გამარჯვებული გუნდი სიგელით დაჯილდოვდა. ღონისძიება სპორტის პედაგოგის - პაატა ხვიჩიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს თავისუფლების თამაშები“ საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება. ის ქვეყანაში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: