
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი პაატა ხვიჩია მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავს.
მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი „საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ, სადაც შესაძლებლობები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს. სასკოლო საზოგადოება ამ ფაქტით ამაყობს და მოსწავლეებს ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს თავისუფლების თამაშები“ საქართველოს დამოუკიდებლობას ეძღვნება. ის ქვეყანაში, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა.
იხილეთ ვიდეო: