
თბილისის N169 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იქ პედაგოგთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა წარმატებული მომავალი და მათი განვითარებაა.
ამ მიმართულებით კი, არაერთი საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობა ეწყობა. ამჯერად, მასწავლებელ ნატო კვირიკაშვილის სადამრიგებლო მე-4ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება, თემაზე - „მომავალი ჩვენია!“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მსვლელობისას ბავშვებმა გამოხატეს, რომ მთავარ ადამიანურ ღირსებად ჩვენი სამშობლოს სიყვარული მიაჩნიათ. მათ მადლიერების გრძნობით გააცილეს ოთხი წელი და საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: