გელათის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის - იაგო ჭურაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა 
04-06-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

თამაში, როგორც აღნიშნავენ, სკოლის უნიჭიერეს პედაგოგს - იაგო ჭურაძის ხსოვნას მიეძღვნა. ის 27 მაისს კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გაიხსენეს.

მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში უკვე 2 წელია, რაც სკოლაში ტარდება.

შეჯიბრში ხუთი სკოლის11 გუნდი მონაწილეობდა. თამაშს უძღვებოდა ზაალ ხონელიძე.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს! მადლობა ყველა სკოლის წარმომადგენელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203