„საქართველო - სამშობლო ჩემო!“ - პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული პოეზიის საღამო გელათის საჯარო სკოლაში
03-06-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

შესაბამისად, სკოლაში ზარ-ზეიმით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორცილდა.  მათ შორის პოეზიის საღამო - „საქართველო - სამშობლო ჩემო!“

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-3, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები (მასწავლებლები: ნათია იდაძე, ხათუნა ჭეიშვილი, ელიზა ფრუიძე).

მოსწავლეებმა წაიკითხეს საქართველოსადმი მიძღვნილი პროზაული და პოეტური ტექსტები, შეასრულეს სიმღერები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება,  ტექსტების მხატვრულად  წაკითხვის უნარების განვითარება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203