ზიკილიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება მოეწყო
31-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული ღონისძიება იმართება.

ამჯერად, ზიკილიის დაწყებით სკოლაში, შიდასასკოლო შეჯიბრი​ „მხიარულ სტარტებში“ მოეწყო.

შეჯიბრში მონაწილეობდნენ სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები  დაკომპლექტდნენ გუნდებად. შეჯიბრი დასრულდა მე-3 ჯგუფის გამარჯვებით.

მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203