
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, სასკოლო პროექტის - „სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტის პრეზენტაციაზე, მოსწავლეებმა ტრადიციული ლექსები წაიკითხეს და მესხეთზე საინტერესო სიმღერები შეასრულეს.
მათ, ქართულ ხალხურ საკრავებზე აღნიშნული სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩენს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: