„პროფესიები ჩემს თემში“ - გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, პურ-ფუნთუშეულის საცხობს სტუმრობდნენ
03-06-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო პროექტებით ანებივრებენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აისახება. 

მიმდინარე სასწავლო წლის 30 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები საგნობრივი პროექტის - „პროფესიები ჩემს თემში“ (საგანი - მე და საზოგადოება, მასწავლებელი ეკატერინე ჩხიკვაძე) ფარგლებში სოფელ გელათში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პურისა და ფუნთუშეულის საცხობს ესტუმრნენ.

მოსწავლეები გაეცნენ იქ დასაქმებული ადამიანების პროფესიებს. მათ თამამად დასვეს შეკითხვები, რაზედაც სრულყოფილი პასუხებიც მიიღეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203