„ვიზიტი ექიმთან“ - ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიტუაციური სცენა გაითამაშეს 
04-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ.

მათ შორისაა, თანამშრომლობითი სწავლება, რომელიც ხელს უწყობს კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას, გარდა ამისა ავითარებს ისეთ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა:

  • ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენება;
  • კრეატიულობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, სადაც მასალის არა დაზეპირება, არამედ გააზრება ხდება, შედეგად მოსწავლე აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში და უკეთ შეიმეცნებს გარემოს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე (მასწავლებელი - ირინა ჩიტაია) გაითამაშეს სიტუაცია „ვიზიტი ექიმთან“,  მოირგეს როლები  და სკოლაში არსებული ექიმის ოთახში მოაწყვეს ინსცენირება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ნასწავლი ლექსიკური ერთეულები გამოიყენეს ინტერაქციაში ჩასართავად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203