„მოცარტი - XVIII საუკუნის სასწაული“ -  ნოჯიხევის N1 სკოლის მე-4 კლასელთა ორი საგნის ინტეგრირებული შთამბეჭდავი პროექტი
03-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, დაწყებით საფეხურზე, მე-4 კლასში სასწავლო პროექტი - „მოცარტი- XVIII საუკუნის სასწაული“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა, მოცარტის უკვდავი ჰანგების ფონზე, ისაუბრეს კომპოზიტორის ბავშვობაზე, მის მოღვაწეობაზე, შეასრულეს მუსიკალური იმპროვიზაციები და როლური თამაში - „სასწაული“.

პროექტის პრეზენტაციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი - მოსწავლეებში ჰოლისტური, ანუ ფიზიკური, კოგნიტური და ემოციური უნარების განვითარება, წარმატებით იქნა მიღწეული.

„მოცარტი -XVIII საუკუნის სასწაული“ გახლდათ ინტეგრირებული პროექტი და 2 საგნის - ქართული ლიტერატურისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი წარმოაჩინა, მადლობა მუსიკის მასწავლებელს ლიდა კეკუსანძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ვიოლეტა მიქავას და მათ აღსაზრდელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და მადლობას უხდიან ხელმძღვანელ პედაგოგებს კრეატიულობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203