
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
26 მაისს, ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მუსიკის მასწავლებლის - ლიდა კეკუსანძის ხელმძღვანელობით, სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გახსნეს საქართველოს ჰიმნით, შესრულდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომერი.
დამოუკიდებლობის დღეს მოსწავლეებმა ასევე მიუძღვნეს ლექსები და გაიმართა საზეიმო მსვლელობა.
იხილეთ ფოტოები: