
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, მე-5 კლასში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საერთაშორისო კვლევის - TIMSS 2023-2024 განმეორებითი კვლევა ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. კვლევას სკოლის კოორდინატორი - ია ლაჩაშვილი ხელმძღვანელობდა. მანვე აქტივობაში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს, კვლევაში წარმატებული მონაწილეობისათვის, სერტიფიკატი გადასცა.
იხილეთ ფოტოები: