მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული მაისი გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში
31-05-2024

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

იქ არაერთი გამორჩეული ღონისძიება ეწყობა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ მხრივ, მაისის თვე განსაკუთრებით ფერადი, ლაღი და სახალისოა.

27 მაისს პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი დაასრულეს. ისინი, მთელი წლის განმავლობაში, ლანა მასწავლებელმა დედაენის სამყაროში ძალიან საინტერესოდ, სახალისოდ და პროდუქტიულად „ამოგზაურა“.

სასწავლო წლის დასრულების დღეს კი, პედაგოგმა მოსწავლეებს კიდევ ერთი სახალისო დღე აჩუქა, „მხიარული სტარტების“ სახით. მან პატარებს სიმბოლური მედლები დაურიგა და  სერტიფიკატები პირველი კლასის წარმატებით დასრულებისთვის გადასცა.

გარდა ამისა, სკოლაში ხელოვნების მასწვლებლის - ნანა ნადარაიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ისინი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დაათვალიერეს.

„ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში ხატვისადმი მოტივაციის ამაღლებას, შემოქმედებითი უნარის, წარმოსახვის და ფანტაზიის განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203