ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენას ღონიძიებათა კვირეული მიეძღვნა 
31-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები ეროვნულ მოტივებზე იზრდებიან და სწავლობენ, რომ წინაპართა მონაპოვარს დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. 

ცხადია ამ მოტივით, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები, მათ შორის გახლდათ დედაენის დღე, რომელსაც მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, შორენა სიხარულიას ხელმძღვანელობით გაიმართა შემდეგი ღონისძიებები, რომლებშიც II-V-VII კლასები მონაწილეობდნენ. 

  • „კითხვის დღე“
  • ცნობიერების ამაღლება თემაზე: „ენა ბურჯია ერისა“
  • „დავიცვათ ენა ქართული  - არა ბარბარიზმებს!“
  • გავაფორმოთ კედლის გაზეთი - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ...“

ბოლოს კი, შეჯამდა კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები. მიღებულმა ინფორმაციებმა ხელი შეუწყო მშობლიური ენისადმი მეტი პატივისცემითა და სიყვარულით გამსჭვალვას, დაფასებას, ისტორიული ღირებულებებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

მოსწავლეებმა დედაენას მუძღვნეს ლექსები. თავიანთი ხელნაწერებით გააფორმეს და სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს საინტერესო ფრაზები და გამონათქვამები დედაენაზე.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მოძიებული ინფორმაციები განთავსდა კედლის გაზეთზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203