
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მათ სურვილებზე ორიენტირებულ, შემეცნებით და ამავდროულად შემოქმედებით გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამის დასტურია მე-7ა კლასში ჩატარებული მათემატიკის გაკვეთილი, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და თავიანთ უნარებს წარმოაჩენდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ნათელა ბაზაძე ხელმძღვანელობდა და ის გაჯერებული იყო ისეთი აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევდა, საბოლოოდ ეს მათ აქტიურობაზეც კარგად აისახა.
აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: