ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაზე საინტერესო თემებით წარდგნენ
31-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები წინსვლასა და წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი. 

20 მაისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია - „წლის საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“.

პედაგოგიური გამოცდილების, თანამშრომლობის და საკუთარი შესაძლებლობების, მიგნებების გაზიარების მიზნით, მასწავლებელთა რაიონული კონფერენციაზე, სკოლის ავტორიტეტის წარმოსაჩენად სკოლამ, პედსაბჭოსთან შეთანხმებით შეარჩია პედაგოგები: ინგა ხასაია და ირინა ჩიტაია.

პედაგოგებმა წარადგინეს საინტერესო საკონფერენციო თემები: ინგა ხასაიას თემა გახლდათ - საბუნებისმეტყველო საგნებში სირთულეების დაძლევა ინოვაციური მეთოდების დანერგვით, ირინა ჩიტაიას კი - ინტეგრირებული გაკვეთილის როლი 21-ე საუკუნის განვითარებაში.

სკოლაში მადლობას უხდიან პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებებს უსურვებენ პროფესიულ საქმიანობაში.

„კვალიფივიური კადრები აძლიერებს სკოლას. ძლიერი სკოლა ძლიერი ხვალინდელი დღეა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხაზს უსვამენ შრომისმოყვარე კადრებს, რომლებიც ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის სიძლიერეს განაპირობებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203