„ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიტანს იმ სასურველ შედეგებს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“
05-06-2018

2011-2018 წლებში განხორციელებული USAID/G-PriEd-ის პროექტის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს. 

მისი თქმით, სწორედ ამ მიმართულებით, ამ მეთოდიკით მუშაობა როგორც წიგნიერებაში, ასევე მათემატიკაში ფუნდამენტური უნარების განვითარების მიმართულებით სასურველ შედეგებს მოიტანს:

„G-PriEd ეს არის უპრეცედენტო პროექტი დაწყებითი განათლების მიმართულებით, როგორც თავისი მასშტაბით, ისე კომპლექსურობით, რესურსული უზრუნველყოფით და რაც მთავარია, საზოგადოების და მშობლების ჩართულობით. პროექტი სრულად ეხმიანებოდა განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დაწყებითი განათლების მიმართულებით, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სწორედ მოსწავლეზე ორიენტირებულ სისტემაზე, რაც გახლავთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთერთი ამოსავალი და პრიორიტეტული მიმართულება. ამ მხრივ თანამშრომლობა შედგა და ეს თანამშრომლობა ამ მხრივ არის მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული. შედეგები ჩვენ კვლევის საფუძველზე შევაფასეთ და კარგად ვიცით, რომ სწორედ ამ მიმართულებით, ამ მეთოდიკით მუშაობა მოგვიტანს იმ სასურველ შედეგებს ფუნდამენტური უნარების განვითარების მიმართულებით როგორც წიგნიერებაში, ასევე მათემატიკაში, რაც გვაქვს დასახული მიზნად," - აღნიშნა ლია გიგაურმა. 

იხილეთ ასევე: 

ივნისიდან G-PriEd-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის განახლებული სატრენინგო პროგრამა დაიწყება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203