გელათის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია იდაძე მკითხველთა კლუბში ჩართული მასწავლებლების შემაჯამებელ შეხვედრაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
31-05-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ერთვებიან. 

ერთ-ერთი მათგანი სკოლის ბაზაზე არსებული მკითხველთა კლუბის ლიდერი-მასწავლებელი ნათია იდაძე გახლავთ. ის საბაზისო განათლების პროგამის ფარგლებში გამართულ მკითხველთა კლუბში ჩართული მასწავლებლების შემაჯამებელ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა. 

მან განხორცილებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია საინტერესოდ წარადგინა და გამოცდილება უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარა. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, საბაზისო განათლების პროგამის ტრენერები (მალვინა შანიძე და ლელა ეძგვერაძე) და საბაზისო განათლების პროგამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი - ნატო ქობულაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203