ჭალადიდის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
31-05-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებას დიდი ყურადღება ექცევა. 

მათ განათლებაზე მასწავლებელი ნანა არჩაია ყოველდღიურად, დაუღალავად ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ პატარებმა პირველი კლასის პროგრამა წარმატებით დაძლიეს.

შედეგად კი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა გამართულად კითხულობს, იციან წინადადება და მისი სახეები, ელემენტარული პუნქტუაციური წესები, წინადადების  შემადგენელი ნაწილი - სიტყვა. ისინი არჩევენ ასო -ბგერებს, ზეპირად იციან ანბანი, შეუძლიათ დამარცვლა, სიტყვის აგება, ასევე, აქვთ ასაკის შესაბამისი ლექსიკური მარაგი და იციან პერსონაჟის მნიშვნელობა.

„ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მათი ცოდნისა, განსაკუთრებით აღმაფრთოვანა მათმა სიხალასემ, თავდაჯერებულობამ და ცოდნის გამოვლენის სურვილმა....

იციან, რას სწავლობენ და რატომ, თავისუფლად საუბრობენ, ესმით კითხვის მნიშვნელობა და სცემენ სწორ და გააზრებულ პასუხებს...

ყოჩაღ! წარმატებები, ჩემო ნიჭიერებო. მადლობა ნანა მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203