
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული აქტივობა ეწყობა.
მათ შორის, არის ძალიან საინტერესო პროექტი - „ტვინების ომი“, რომელიც სკოლაში წლებია წარმატებით ტარდება და ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის სულისჩამდგმელია ლალი ბანძელაძე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალია.
„მე-3 კლასიდან, მე-12 კლასის ჩათვლით, გვყავს წარმატებული გუნდები, მოსწავლეები...
წარმატებები ერუდიციის გზაზე, ჩემო ნიჭიერებო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: