პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხერხემლიან ცხოველებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
31-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ პედაგოგები აღსაზრდელებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რითაც საგაკვეთილო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან. 

ამჯერად, სკოლაში ხერხემლიან ცხოველებზე ისაუბრეს. კერძოდ, მოსწავლებმა ხერხემლიანი ცხოველების ცალკეული კლასების ზოგადი დახასიათება პრეზენტაციის საშუალებით წარადგინეს.

მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ცოდნა ერთმანეთს გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203